2010 წელს, ნახევარი საუკუნის დაგვიანებით, პირველად ქართულ ენაზე, შემოქმედებითმა გაერთიანება "ლეონარდო"-მ გამოსცა კლიმ მარის "მთელი ეს როკ-ენ-როლი", რომელიც როკ-კულტურას მიეძღვნა.
ამ სარისკო ექპერიმენტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რამაც დაბადა იდეა განგვევრცო დაწყებული პროექტი და ამით შეგვევსო ის ვაკუუმი, რომელიც ქართველ მკითხველსა და მუსიკის მოყვარულს აწუხებს.
ამჯერად ვაპირებთ შემოგთავაზოთ უპრეცედენტო სერია როკის, ჯაზისა და მთელი თანამედროვე პოპ–კულტურის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლების შეასახებ, რომელიც აღნიშნული პროექტის ლოგიკურ
განვითარებად მიგვაჩნია. ვიმედოვნებთ, რომ ამ მოკრძალებული წამოწყებით კვლავაც სიხარულს მოვუტანთ ქართულენოვან მკითხველსა და მსმენელს.